Thursday, December 20, 2012

გერმანული ენის გაკვეთილები


პროექტი: ,,გერმანული ენა გვაერთიანებს"

პრობლემა: მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს იჩენენ გერმანული ენის შესწავლისადმი მიზანი: პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება გერმანული ენის შესწავლის საქმეში. პარტნიორობა ტყიბულის რაიონის კურსების საჯარო სკოლათან და მოსწავლეთა თანამშრომლობა პროექტის ამოცანები: პროექტის განხორციელების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები: 1. მიზნობრივი ჯგუფის შექმნა 2. სამუშაო განრიგის შემუშავება 3. დავალებების განაწილება 4. ინფორმაციების მოძიება 5. მოძიებული ინფორმაციის დახარისხება 6. ელექტრონული მასალის შექმნა 7. პარტნიორ სკოლასთან შეხვედრის ორგანიზება 8. ღონისძიების ჩატარება 9. პროექტის შეჯამება 10. პრეზენტაცია 11.პროექტის ამსახველი მასალის განთავსება საგანმანათლებლო გაზეთში " ახალი განათლება" პროექტის გამხორციელების გზები: მიზნებრივ ჯგუფს წარმოადგენს გეგუთის N1 საჯარო სკოლისა და კურსების საჯარო სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეები, გერმანული ენის მასწავლებლები: ნელი მინდიაშვილი, ნატო აბესაძე, ნათია კილაძე და მოხალისე უცხოელი მასწავლებელი ჯონათან ჰაკეტი. მიზნობრივმა ჯგუფმა შეადგინა სამუშაო გეგმა. დავალებები გაინაწილეს მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. მოიძიეს მასალა და შექმნეს ელექტრონული ბაზა. დაიგეგმა შეხვედრის დღე 2012 წლის 16 ნოემბერს. მოსწავლეები ერთმანეთს შეხვდნენ კურსების საკარო სკოლაში. გაიმართა ინტელექტუალური თამაში "ეტალონი". გამოვლინდა გამარჯვებული 3 ფინალისტი. პროექტის შეჯამება:2012 წლის 16 ნოემბერს გეგუთის N1 საჯარო სკოლისა და კურსების საკარო სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს შეხვდნენ კურსების საკარო სკოლაში. შეხვედრაზე მოწვეული იყვნენ: კაეტან ბაუმანი- გერმანული ენის სწავლების ექსპერტი . გოეთეს ინსტიტუტის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში, ქუთაისის ბიურო. თეონა ნიჟარაძე- ქ.ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანულიენის კათედრის ლექტორი, ნათია ჯანჯღავა- ქ.ქუთაისის ქართულ-ამერიკული სკოლა "პროგრესის" მასწავლებელი, ნანა ნიქაბაძე- ქ.ქუთაისის კერძო სკოლის მასწავლებელი.გელათის, ვარციხეჰესებისა და ორპირის საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები. შეხვედრა იყო საინტერესო, მხიარული, მოსწავლეები გაეცვნენ ერთმანეთს და დაგეგმეს მომდევნო შეხვედრის დღე 2012წლის 18 დეკემბერი. აღნიშნული თარიღი ემთხვევა მოხალისე გერმანული ენის მასწავლებლის გამგზავრებას სამშობლოში. 2012 წლის გაზეთ "ახალი განათლების" N38 13-19 დეკემბრის გამოცემაში გვ. 9 დაიბეჭდა სტატია სათაურით "გერმანულმა ენამ გაგვაერთიანა", რომელიც ასახავს პროექტის შედეგებს. //https://www.youtube.com/watch?v=vuD485j6ew4"><